მიწოდების პირობები
მიწოდების პირობები
შენიშვნა: კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, მიტანის სერვისის პირობებში ყოველდღიურად შედის გარკვეული ცვლილებები. კონკრეტულმა ცვლილებებმა შესაძლოა დააყოვნოს შეძენილი პროდუქტის მიწოდების პროცესი. პროდუქტის შეძენის პერიოდში რაიმე ცვლილების შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ და მაქსიმალურად ვეცდებით შეძენისა და მიწოდების პროცესში შეფერხებები დავიყვანოთ მინიმუმამდე.
ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შესაძენად, გაიარეთ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ, რომ სრულად მოხდეს ყველა საჭირო მონაცემის დაფიქსირება, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის ველში მითითებული იყოს ის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს შეძენილი პროდუქციის ჩაბარება.
შეძენილი პროდუქციის ღირებულების გადახდა ხდება შეკვეთის გაკეთებისთანავე. ანგარიშსწორება კი მომხმარებელს შეუძლია როგორც საბანკო ბარათების გამოყენებით. ასევე ინვოისის საფუძველზე განხორციელებული ტრანზაქციით.
1. გაიარეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე, მიუთითეთ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია.
2. სასურველი ნივთი/ნივთები დაამატეთ კალათში. შეგიძლიათ კალათში დაამატოთ არა ერთი, არამედ სხვადასხვა ნივთი და ერთად შეუკვეთოთ.
3. აირჩიეთ მიწოდების მისამართი ან დაამატეთ ახალი მისამართი, შეიყვანეთ ინფორმაცია ბარათის შესახებ და დააჭირეთ ღილაკს გადახდა.
საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით
შეძენილი ნივთი ჩაგბარდებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, თბილისის მასშტაბით, შეძენიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ფოსტის მომსახურეობის მეშვეობით.
ტრანსპორტირების ღირებულება დაანგარიშდება ნივთის ზომისა და წონის მიხედვით საქართველოს ფოსტის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად.